ირაკლი კობახიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარესთან − შალვა პაპუაშვილთან ერთად იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. პარლამენტში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თბილისის მერი , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი მარიამ ლაშხს – თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად, ეს იმის გამოა, რომ „ოცნება“ რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! თქვენ „ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ!