: თინა ბოკუჩავა თუ გმობს, რა გაუჭირდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ან ევროკავშირს რა გაუჭირდა, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა?!

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვინდა ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სამართლიანობა უზრუნველყოფილი.
თუ სადმე ეჭვებია, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ და მივიღოთ შესაბამისი პასუხები. თინა ბოკუჩავა თუ გმობს, რა გაუჭირდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ან ევროკავშირს რა გაუჭირდა, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა?! – ასეთი დაგმობა იქნებოდა მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ემიჯნება სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლების დამხობის მცდელობას და “კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ძალადობით ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობას.
ეს არის ჩვენი მოწოდება და ეს არის ჩვენი გულწრფელი სურვილი. ასეთი სამართლიანობა უზრუნველყოფდა ურთიერთობების ჯანსაღად გადატვირთვას, ამიტომ ჩვენ ხან საჯაროდ, ხან არასაჯაროდ, გულწრფელად ვსაუბრობთ ყველაფერთან დაკავშირებით” – განაცხადა პრემიერმა მ.