ირაკლი კირცხალია: ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს ბატონ ყაველაშვილს – დაუბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტს შელახული და ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია

ყოველთვის იხელმძღვანელებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.
„ამ წესით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკაში მოხდა პირველად და ეს ესეც უნდა მომხდარიყო, ამიტომ მართლაც მნიშვნელოვანი და ისტორიული თარიღია უახლოესი საქართველოს ისტორიაში, ხოლო რაც შეეხება ბატონ ყაველაშვილს საზოგადოებას მინდა ვუთხრა და, მე პირადად დარწმუნებული ვარ, და დამერწმუნეთ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომ ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის იხელმძღვანელებს საქართველოს საუკეთესო ინტერესებით. ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს ბატონ ყაველაშვილს, რომ დაუბრუნოს პრეზიდენტის ინსტიტუტს ის შელახული და ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია, რომელიც არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილის პერიოდში, არამედ ზოგადად ბოლო ათწლეულებია ამ ინსტიტუტს აყენებენ შეურაცხყოფას“, – განაცხადა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე