ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც

კონსტიტუციის დარღვევასთან და პრეზიდენტის ინსტიტუტის ფეხქვეშ გათელვასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილმა განგვიცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე “კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად უნდა აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ განუცხადა.
კირცხალია თქმით, დიდი ხანია ზურაბიშვილი კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და მისი ნებისმიერი განცხადება და ინიციატივა არაკონსტიტუციურია.
„ქალბატონმა სალომემ, „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ და მათმა ლობისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ს გაყალბება გამორიცხულია. ამ კუთხით ზედმეტი მტკიცება საჭირო არც არის. სწორედ ამიტომ არჩევნების წინასწარი დისკრედიტაცია ხდება.
ქალბატონი სალომე დიდი ხანია მხარედ – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერად იქცა, ვისი ხელდასმითაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა.
იმის გათვალისწინებით, რომ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი იმისა, ქვეყნის შიგნით საარჩევნო კამპანია აწარმოონ, მიბმული არიან უცხოელი პატრონებსა და ლობისტებზე“, – განაცხადა კირცხალიამ.
საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს.
“ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე და არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი.
არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.