ირაკლი კირცხალია: დესტრუქციულ ოპოზიციას მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო და თავისი ლობისტები მოსწონს, თავიანთი ლობისტების იქით ევროპა არ არსებობს

ყველა მეგობარს და პარტნიორს მადლობა, რომელიც ობიექტურად და საღად აფასებს ჩვენს მეგობრობას, საღად უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„დესტრუქციულ ოპოზიციას მოსწონს მხოლოდ თავისი ევროპა, თავისი მსოფლიო, თავისი ლობისტები. ამათთვის თავიანთი ლობისტების იქით ევროპა არ არსებობს, თავიანთი ლობიზმის იქით გეოპოლიტიკური რუკა არ არსებობს. ევროპის საბჭო არაფერს წარმოადგენსო, ვიღაც ანალიტიკოსები გვესაუბრებიან, ეს არის მათი ენა, რომ თვითონ, მარტო თავისი ლობისტები არიან და იმის იქით სამყარო მთავრდება და ეს არის მათი უბედურება და ზოგადად, აგენტის უბედურება სწორედ ეს არის, რომ რასაც გავალებენ, რომც არ გჯეროდეს ამის შინაგანად, ვალდებული ხარ შეასრულო“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით

გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს და როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით

სპეკულაციებია, რომ პროფესორებს გაუშვებენ და ა.შ, არათუ გაშვებაზეა საუბარი, დამატებითი რესურსია საჭირო იმისათვის, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, არასწორი მოლოდინები და შიშები არავინ უნდა შექმნას