ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს – მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ მოგეცით უფლება, დღეს აქ სხედხართ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ

ერთი გახსოვდეთ – მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, დღეს აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ.
კირცხალიას განცხადებით, მომავალი სამი წლის განმავლობაში „გახარია საქართველოსთვის“ წევრ დეპუტატებს მოუწევთ თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ „ნაცები“ არ არიან“.
„დაგვიანებით პარლამენტში შემოსვლას თავისი მიზეზი აქვს და არაერთხელ გვითქვამს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომელშიც ეს დანაყოფი, „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“, ჩაეწერა თავისი ბუნებრივი როლით, ეს ბუნებრივი როლი არის ღალატი და ამის ნათელი მაგალითი არის თქვენი ლიდერი, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული. სწორედ თქვენმა პატრონებმა ერთი წლის დაგვიანებით, ამ თავის სცენარშიც, მაგ როლით განგისაზღვრათ ადგილი. რაც შეეხება თქვენი აქ შემოსვლის წინა პერიოდს და ჭკვიანურად დალაგებულ მესიჯბოქსს, რომ თურმე მხოლოდ თქვენი 8%-ია ლეგიტიმური – ერთი გახსოვდეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ დღეს აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ. მაგრამ, ასევე, გახსოვდეთ ერთი რამ ძალიან მკაფიოდ და ნათლად, რომ ჩვენ პატივი ვეცით იმ ამომრჩეველს, რომელსაც თქვენ ატყუებდით არჩევნებამდე, რომ თითქოს წარმოადგენდით რაიმე განსხვავებულ პოლიტიკურ ძალას და არ წარმოადგენდით იმ ძალას და არ ასრულებდით იმ დაკვეთას, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა. ეს გამოჩნდა ერთი წლის თავზე. შეხედეთ თქვენს რეიტინგს საპარლამენტო არჩევნებზე და შეხედეთ თქვენს რეიტინგს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ასევე, მკაფიოდ გახსოვდეთ, რომ ჩვენს მოსახლეობას ვეცით პატივი, ვინც თქვენი მხრიდან მოტყუებით მოგცათ ხმა, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე. რაც შეეხება ასევე თქვენს მიჯაჭვულობას „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რაც არ უნდა თავი იმართლოთ, რომ არ ხართ ამ იდეის მომხრე და არ ხართ ერთი ძალა – ეს საპარლამენტო ს დასრულებისთანავე რამდენიმე დღეში დაამტკიცეთ და დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩეველს, ხელი მოაწერეთ იმ მოღალატეობრივ წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნა, სადაც ითხოვდით თქვენი ქვეყნის დასჯას და თქვენი ამომრჩევლის დასჯას ითხოვდით. ეს არის თქვენი ნამდვილი სახე და ეს არის თქვენი ლიდერის ნამდვილი სახე. ერთი გახსოვდეთ, რომ დღეიდან სამი წლის განმავლობაში მოგიწევთ ყოველ დღე თავის მართლება, რომ თქვენ არ ხართ „ნაცები“ და არ ხართ ამ იდეის გამზიარებლები“, – განაცხადა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება