ირაკლი კვირიკაძე: ეს არის მცდელობა გამოძრომის… მზია ამაღლობელი ისჯება უკანონოდ

“ეს არის მცდელობა გამოძრომის… მზია ამაღლობელი ისჯება უკანონოდ” – ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ, ბათუმში, მზია ამაღლობელის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების პასუხი მზია ამაღლობელის განაჩენზე უნდა იყოს “მხოლოდ და მხოლოდ გაბრაზება”. 

ჩემი აზრით ეს არის მცდელობა გამოძრომის. ეს იყო, ამ შემთხვევაში, ალბათ, მათი მხრიდან ყველაზე იდეალური ნაბიჯი იმისთვის, რომ თავი დაეძვრინათ. მზია ამაღლობელს არც წინასწარი შვიდი თვე არ ეკუთვნოდა და არც ეს 2 წელი არ ეკუთვნის, ეს არის აბსურდი და ეს არის ბოდვა. 

არანაირი გაორება, არანაირი კმაყოფილება, საზოგადოება ისევ მოგვატყუეს, მზია ამაღლობელი ისჯება უკანონოდ და ისჯება ტყუილად და საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ გაბრაზება,” – ამბობს ირაკლი კვირიკაძე. 

ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად

საია – 2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე