ირაკლი კვირიკაძე: ახლა ძილის და დანებების დრო არ არის

ახლა ძილის და დანებების დრო არ არის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე პროტესტს მსახიობი ირაკლი კვირიკაძე შეუერთდა.

მან მოქალაქეებს, რომლებიც მოპარული არჩევნების გამო შინაგან პროტესტს გრძნობენ, აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა:

ჩვენი სათქმელი ძალიან მარტივია – თუ იცით, რომ თქვენი ხმები მოიპარეს, თუ იცით და გრძნობთ, რომ გაყალბდა, თავისუფლება მოიპარეს, გამოდით აქ, ახლა ძილის და დანებების დრო არ არის. ყველანი, ვისაც გვაქვს გრძნობა, რომ ხმები მოგვპარეს, ვდგავართ აქ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ”- განაცხადა მსახიობმა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ ოპოზიციამ კარვები გაშალა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იქნება 24-საათიანი, მშვიდობიანი აქცია და ქუჩაში გაათენებენ ღამეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება