ირაკლი კვირიკაძე – ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია, ეს არის ცირკი – ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მას მოსამართლე არ ჰქვია, ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია დღეს, ამას ყველაფერი ჰქვია სასამართლოს გარდა, ეს არის ცირკი. ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება, ამ თამაშის, შოუს და მაიმუნობამდე გაცემული ბრძანება,- ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც შეაფასა სასამართლო გადაწყვეტილება, აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გამოსავალი ახალი ს დანიშვნაში მდგომარეობს.
“ვხედავთ ბრძანებას, რაც აღსრულებაშია მოყვანილი. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ეს უკანონო მთავრობა გადადგეს და დანიშნოს ახალი არჩევნები, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანას დაემსგავსოს. მე-13 წელია ქვეყანა არ გვქვია ჩვენ და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ყველაზე დემოკრატიული და არააგრესიული გამოსავალი აქედან არის არჩევნები”, – განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა