28 ნოემბრის აქციაზე – რა მოლოდინი უნდა მქონდეს, შეიკრიბებიან – დაიშლებიან, ვინმე თუ ზღვარს გადავა, დაჯარიმდება ან დაკავებული იქნება, ეს არის საბოლოო შედეგი

რა მოლოდინი უნდა მქონდეს, შეიკრიბებიან – დაიშლებიან. ვინმე თუ ზღვარს გადავა, დაჯარიმდება ან დაკავებული იქნება, ეს არის და ეს საბოლოო შედეგი, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე „100, მაქსიმუმ 150 და ზოგჯერ 30 ადამიანი დადის წინ და უკან“.
„როდესაც შენ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხარ, ასრულებ უცხო ქვეყნის დაკვეთას, დაფინანსებული ხარ უცხო ქვეყნიდან, ისინი გმართავენ და ცალ ფეხზე დგახარ, ბუნებრივია, საზოგადოების მხარდაჭერა არ გექნება. ამის შედეგია, რომ 100, მაქსიმუმ 150 და ზოგჯერ 30 ადამიანი დადის წინ და უკან. განა იმათ უხარიათ, უბრალოდ დაკვეთა აქვთ ასეთი და ის უნდა შეასრულონ.
გამჭვირვალობის კანონი რომ მივიღეთ, ინფორმაციამ იმოქმედა და ახალგაზრდები, სტუდენტები დაიძრნენ. მათ შორის, ჩვენი ნათესავებიც იყვნენ და როცა გაირკვა, საუბარი დავიწყეთ რასთან გვქონდა საქმე, ჩამოშორდნენ და აგერ 100 კაცი შემორჩა [აქციებზე]. როცა ინფორმირებული ხარ თემასთან არა ამათ მიერ ვიწრო წრეში ჩაგდებული მესიჯით, მერე რომ აბულინგებენ ახალგაზრდებს და ეს უბედურება, რაც ტრიალებდა, ბუნებრივია, მომავალში არ გაგრძელდება, რადგან ყველამ კარგად გაიაზრა და ნახა, რასთან აქვთ საქმე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია