“ოცნების “დეპუტატებმა ჯიმ რიში ისევ გლობალური ომის პარტიის წევრად გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ ის საქართველოს ინტერესების დამცველი არასდროს ყოფილა.
ირაკლი ზარქუა:
“ჯიმ რიში არასდროს ყოფილა საქართველოს ინტერესების დამცველი, ის იყო “დიფ სტეიტის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომლებიც მათ ინტერესებს ახმოვანებდა. ამერიკის კონგრესში და სენატში ტრამპს თავისი მხარდამჭერები სჭირდება და ვის როგორ დაეხმარება და მხარდაჭერას აღუთქვამს, ეს მათი საქმეა, მე იგივე პოზიცია მაქვს, რიში არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. თეთრი სახლიდან რომელიმე სიტყვა გაგიგიათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ თუ შეძლო “დიფ სტეიტის“ დამარცხება, ზუსტად ვიცი, ეს ურთიერთობები გჰადაიტვირთება, თუ ვერ შეძლეს სამწუხარო იქნება“.
