ირაკლი ზარქუა – ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ცალსახად, ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI შინაპოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში

ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ცალსახად, ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI შინაპოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში. უკვე უფინანსებს კიდეც ამ რადიკალებს მოსახლობასთან შეხვედრებს, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ NDI-ს დაფინანსებით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეხვედრას.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, არასამთავრობოების ნაწილი ისევ მარგინალებს აფინანსებს.
„შეგახსენებთ, შემდეგ ეს NDI და IRI იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებიან წინასაარჩევნო გარემოს და შემდეგ დასკვნები უნდა დადონ. როდესაც მხარე ხარ და რადიკალებს, „ნაცებს“, ამ გაერთიანებებს, უსამშობლოების გაერთიანებებს აფინანსებ წინასაარჩევნოდ, შემდეგ შენი დასკვნა ობიექტური რანაირად იქნება? ჩვენ ხომ გვინახავს მათი დასკვნები. მათი კვლევები 20-40%-ით ცდება ხოლმე და ძირითადად რადიკალების სასარგებლოდ. შემდეგ ამის გამო ბოდიშს იხდიდნენ. „ონავარი ნავარო“ გახსოვთ თქვენ, NDI- ის სახე რომ იყო ერთი მექრთამე, მათი ხელმძღვანელი. ისევ მარგინალებს აფინანსებენ. ბატონებო, ეს მიუღებელია და არაფერში წერია. თქვენ გაქვთ მანდატი, რომ დააკვირდეთ, თქვენ გაქვთ მანდატი, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყოთ ჩართული და ყველაფერს აკეთებთ, რომ ჩვენი კონსტიტუცია დაარღვიოთ, ეს მიუღებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას ვაუწყოთ, თქვენ ხართ რადიკალების გვერდში მდგომი მხარე, რომლებიც ებრძვიან მართლმადიდებლობას, ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, სახელმწიფოს, მაგრამ მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას, მეორე ფრონტის გახსნას, პოლარიზაციას და ამას აფინანსებთ თქვენ. გილოცავთ! კიდევ ერთი, მორიგი ლუსტრაცია მოხდა თქვენი. ბუნებრივია, ამას არ გაგიტარებთ. ყველგან ვიტყვით, სადაც საჭიროა, ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ფაქტები გვაქვს თქვენს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე როგორ ხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, დეზინფორმაციის გავრცელება, ლიდერების შეურაცხყოფა და თქვენ გგონიათ ეს ასე ჩაივლის? არა ბატონო, თავიდან ბოლომდე იქნება ანგარიში წარმოდგენილი“,-განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით