ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე – მიხარია, რომ ჯანზეა, „სუპერ პაკზე“ ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს – გაერთიანდით ბიჭებო, ბელადის დაკვეთაა!

მიხარია, რომ ჯანზეა (), “სუპერ პაკზე” ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს – გაერთიანდით, შემოდით ბიჭებო სუპერ პაკში, ბელადის დაკვეთაა! – ასე ეხმაურება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს “ქართული ოცნების” დეპუტატი .
ზარქუას თქმით, სააკაშვილის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ “ჯიგარი ჯანზეა”.
„მადლობა “ვივამედს”! – გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს და ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკს უმუშავებს.
მივესალმები – მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს “ლუზერები” გაერთიანდნენ. ქართულ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუმარტივდება ხელმოცარულებსა და “ქართულ ოცნებას” შორის, სიბნელესა და განვითარებას შორის, ქაოსსა და მშვიდობას შორის, ლუზერებსა და გამარჯვების პლატფორმას შორის.
ორ ბანაკად დაყოფა უპირველეს ყოვლისა ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია, სადაც იქნება “ქართული ოცნება”, ხოლო იქეთ – გაერთიანება “სუპერ პაკში”!
გაერთიანდით “სუპერ პაკში”, ბელადის დაკვეთაა!
გაერთიანდით, შემოდით ბიჭებო “სუპერ პაკში”: ჭიჭე! ხაბე! დანარჩენები ჩახდილებს რომ ვეძახი – “ხოშტარა” და “გიჟი ჯაფარა”! მიაწექით “სუპერ პაკს”!”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი.
როგორს სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას აღნიშნა, ეს უნდა იყოს პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობისა და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ სათათბიროში 20-25 წევრი უნდა შევიდეს. მან თავადაც გამოთქვა მსგავსი გაერთიანების წევრობის სურვილი.