ირაკლი ზარქუა – როდესაც პოლიციას ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს – ყველამ პატივი სცეს პოლიციას

როდესაც პოლიცია საქმიანობას ეწვა და ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს – ყველამ პატივი სცეს პოლიციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თბილისის საკრებულოს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, როგორც ირკვევა, ირაკლი ეძგვერაძე საპოლიციო საქმიანობას ხელს უშლიდა.
„არ ვიცი, ნაცემია თუ არა, ამაზე შესაბამის კომენტარს გააკეთებენ, მაგრამ როდესაც პოლიცია საქმიანობას ეწვა და ხელს უშლი, არ აქვს მნიშვნელობა პარლამენტის დეპუტატი ხარ თუ საკრებულოსი, არანაირი იმუნიტეტი არ გაქვს. ყველამ პატივი სცეს პოლიციას და ძალოვან უწყებებს, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე -მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.
როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, „კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.
მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”