ირაკლი ზარქუა – რაც წუხელ მელიქიშვილზე ვიხილეთ, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ს შეფასებით, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენები „კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია იყო უსამშობლოების მხრიდან“.
როგორც ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, სწორედ ამას გულისხმობდა ის თავის განცხადებებში, რომ ახალგაზრდებს მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ამზადებენ.
„ის, რაც წუხელ მელიქიშვილზე ვიხილეთ, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20 – კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ანუ, რასაც ვამბობდი, რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ეს უსამშობლოები – მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ასე, რომ ბოკერიას გიჟს გადაეცით, რომ წუხელვე შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც!“- წერს ირაკლი ზარქუა „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონებო, მონებო!”, “რუსებო, რუსებო!”. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ს, თბილისის მერს, ს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებსა და მინისტრებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც “ქართული ოცნების” წევრ სა და აქციის მონაწილეებს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით