ირაკლი ზარქუა – ოპოზიციას პიარის წამოწყების მცდელობა აქვს, თითქოს მელია, გვარამია და დანარჩენი ჩახდილები ერთიანდებიან – ჩვენს ინტერესშია ბარიერი გადალახოთ, რადგან უხერხულია ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ

ჩვენს ინტერესშია, იქნებ საარჩევნო ბარიერი გადალახოთ, რადგან უხერხულია, რომ მართლა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ – უკვე კომპლექსი მაქვს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, კანდიდატის სტატუსი გვაქვს და ამ ეტაპზე არ შეიძლება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვქონდეს, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციის მისამართით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მ გააკეთა.
ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიციას ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, რადგან „ახალ სახეებად მელიას, გვარამიასა და ჩახდილებს ასაღებენ“.
მისივე თქმით, „კოლექტიური “ნაცბანდა” ჩაიშალა, ახლა ცალ-ცალკე დაეწყვნენ და ჰგონიათ, რომ ცალკეულ პლატფორმებს შექმნიან“.
„აქვთ ახალი პიარის წამოწყების მცდელობა, რომ თითქოს მელია, გვარამია და დანარჩენი ჩახდილები თავისი ჭკუით ერთიანდებიან. უნდათ საზოგადოებას უთხრან, რომ ვითომ ახალი ძალა არიან. ვინ არის ახალი ძალა? გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი იყო – ის დირიჟორობდა, ის მართავდა და მგონი, მესიჯებსაც ის უწერდა, მაგრამ არ გამოუვიდა და ჩაფლავდა. „ენვერის“ ავტორი და შემოქმედი ახლა არის ე.წ. ახალი სახე? ფანჩატურის მფლობელი შალვაც დაჭერილი ჰყავდა, მერე გამოუშვეს და გადაიბირეს. ახალი სახეა პუფი? – პარლამენტში არ შემოვალო და მერე შემოვიდა. მელიას, რომელიც „ხაბემ“ ჩამოაგდო, ახლა პრეტენზია აქვს, რომ რაღაც პოლიტიკური ძალა უნდა შექმნას. ასევეა, ჩახდილები – პირდაპირ რუსული ფილიალი. ეს გაერთიანება ხალხს ვერ მოატყუებს, რომ ახალი სახეები არიან! დღემდე პრეზენტაციას იმიტომ ვერ აკეთებენ, რომ ზუსტად იციან, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, ხოლო თუ გადალახავენ, სიაში ვინ უნდა ჩაწერონ ამაზე ვერ თანხმდებიან – საქართველოს ინტერესები კი ფეხებზე ჰკიდიათ. ეს ხელმოცარულები ყველა ერთად უნდა გავაერთიანოთ – ხართ ერთი! გლობალური ომის პარტიის აქაური წარმომადგენლები, რაც არის “სანაცეთი” და მისი დაყოფილი პლატფორმები: – ლუზერები, ჩახდილები და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.