ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე – 26 ოქტომბერს ერიც და ბერიც გავერთიანდებით, რომ ეს უსამშობლოები პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ – ჩვენი არჩევანი არის ევროპული, ღირსებით ევროპაში და არა ცალ ფეხზე

26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“, ანუ ქართული საზოგადოება, ერი და ბერი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მართლები ვართ. მართლები ვართ, ამ ქვეყანასთან, ჩვენს კულტურასთან, ტრადიციასთან, ჩვენს ახალგაზრდობასთან, მთლიანად ქართველ ერთან – ჩვენი არჩევანი არის ევროპული, ღირსებით ევროპაში და არა ცალ ფეხზე. ჩვენი არჩევანი არის ღირსებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და არა პატრონების კარნახით, ცალ ფეხზე, რისკენაც მოგვიწოდებენ. 26 ოქტომბერი „ფსევდო ლიბერალების“ პოლიტიკურად დასამარების დღე იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე ცნობილია, თუ რას გეგმავს „რადიკალური ოპოზიცია“ 26 ოქტომბრის ს შემდეგ.
„სიუჟეტიც ვიცით, რას გააკეთებენ. 26 ოქტომბერს გამოვარდებიან, იტყვიან, რომ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გავიდნენ. შემდეგ, როცა სიმართლეს ნახავენ, გაწბილებულები მოუწოდებენ თავიანთ პატრონებს დაფინანსებისკენ და ახალგაზრდებს ისევ შეცდომაში შეიყვანენ. 27 ოქტომბრიდან იქნება, ისევ არეულობა და ქაოსი. ეს იქნება ამათი ხედვა, სტრატეგია, ამოცანა. რისკენ მიდიან? – მიდიან, რომ რევოლუცია ამ ქვეყანაში მოაწყონ, რომ აგენტურა დასვან საქართველოს მთავრობაში როგორც 2003 წელს და შემდეგ უკვე, იქნება მეორე ფრონტი, ლგბტ პროპაგანდა, მერე გზა ხსნილია ყველაფრისთვის. ცალ ფეხზე მოხტუნავე უსამშობლოები გვყავს ოპოზიციაში, რადიკალურ ოპოზიციაში, მათი სახელი არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც განფენილია სხვადასხვა პარტიაში. არ გაგიტარებთ, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს არჩევანი აქვს გაკეთებული – ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამ არჩევანს დავიცავთ ყველა ერთად. ერიც და ბერიც გავერთიანდებით, რომ 26 ოქტომბერს ეს უსამშობლოები პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ, ხოლო საქართველომ ბოლოს და ბოლოს, მოიპოვოს მშვიდობა და მშვიდობით განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.