ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას – ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი – სახელმწიფო როგორ უნდა განდოს მოსახლეობამ?! საკუთარ პარტიაში მოგიწყვეს რევოლუცია!

ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი – „ხაბემ“ გაგიბედა, ისე მოგიწყო, რომ ჩამოგაგდო, ეს გამოგეპარა და შენ სახელმწიფო როგორ უნდა განდოს მოსახლეობამ?! საკუთარ პარტიაში მოგიწყვეს რევოლუცია! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ს მიმართა.
ზარქუა ოპოზიციურ ველზე შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გვარამია, მელია, დეკანოიძე და ზურა ჯაფარიძე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები არიან და ახალგაზრდების უკან ვერ „დაიმალებიან“.
„გვარამიების მცდელობებს რაც შეეხება, ვინ არის ახალი ახალი სახე? რაც არ უნდა ამოეფარო ამ ახალგაზრდებს და დაიმალო, საზოგადოებას გგონია დაავიწყდება, ვინ იყავი და რა იყავი?! ჩვეულებრივი ზონდერ პროკურორი იყავი, რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სააკაშვილზე გინდა ხომ მხოლოდ ისრების გადატანა?! – არა, შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვის და ქსელის ავტორები. მელიაა ახალი სახე, დეკანოიძე თუ გიჟი „ჯაფარა“? ყველანი კარგად ნაცნობი სახეები ხართ თქვენი „საქმენი საგმირონიათი“, ვერ დაიმალებით! პოლიტიკურ პასუხსაც მიიღებთ არჩევნებზე, თუ გაერთიანება გამოგივიდათ.
მელია იყო მთავარი ოპოზიტური პარტიის თავმჯდომარე, “ხაბემ“ ჩამოაგო, „ხაბეს“ ჩამოგდებული ლიდერი არ გაიშვას. 7 ნომერი უნდა, 9 თუ 15, რა მნიშვნელობა აქვს, და ნომერს აიღებს? ბიჭო, „ხაბემ“ ჩამოგაგდო, შენს ადგილას საერთოდ დავიმალებოდი. სადმე სხვა სექტორში გადავიდოდი და იქ დავიწყებდი მუშაობას. ზემოთ ბელადი გიკვეთავთ და ასე მოდიხართ აქამდე. თქვენ გგონიათ, ახლა „ხაბე“ მართავს [პარტიას]?! ისიც ქვეშევრდომია და გაგიბედა, ისე მოგიწყო, რომ ჩამოგაგდო, ეს გამოგეპარა და შენ სახელმწიფო როგორ უნდა განდოს მოსახლეობამ?! საკუთარ პარტიაში მოგიწყვეს რევოლუცია და ვინ?!- „ხაბემ, მორჩა“, დამთავრებულია!” – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ