ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიაზე – მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ ახლა სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და იჭიკჭიკო? – შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს, ძარღვი არა ძვალიც

მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ ახლა სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და იჭიკჭიკო? – შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მე მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს, ძარღვი არა ძვალიც, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობაზე პარტია „ახალის“ თავმჯდომარის, ს განცხადებას გამოეხმაურა.
ზარქუამ ნიკა გვარამიას სამარცხვინო და “ზონდერი პროკურორი” უწოდა.
„გუშინ, გუშინ წინ, ჰოი, საოცრება, ჯიგრები დალაგდნენ და ჰყვებიან, რომ ს ფული რა პრობლემა არისო, რუსი ტურისტი უნდა ჩამოვიდესო, რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ არის პრობლემაო და ეს ისტერიული შეტევები უნდა დამთავრდესო „კვესოს“ ეუბნება. „კვესო“ კი იცით, ვინც არის. ამ ორის ამაზრზენ დებატს თუ დისკუსიას რა უნდა უპასუხო არც ვიცი. შუბლის ძარღვი არც ჰქონია არასდროს, მაგრამ მე მგონი, იქ შიგნით თუ აქვს რამე ძვალი, ისიც გაწყვეტილი აქვს. ძარღვი არა ძვალიც. და ამათ უნდათ შემდეგ არჩევნებზე გავიდნენ. ბიჭო, ვის ატყუებ შენ? ახლა დაგჭირდა ხომ, მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ ახლა სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და იჭიკჭიკო? გვარამიას მივმართავ, შე ზონდერო შენა! შე ზონდერო პროკურორო! როგორ გძულს ქართველები, ქართული ტრადიცია, ყველაფერი ქართული, ქართული ინტერესები. ახლა მიხვდი, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის რუსეთის ბაზარიც მნიშვნელოვანია? ახლა აჭიკჭიკდი ხომ სხვანაირად? სამარცხვინო ხარ შენ! და მეორე რომ გყავს კიდევ, საველე მეთაური. შენ ვერ ჩადიხარ, იმის ტ..ი არ გაქვს, რომ მიხვიდე და კახელებს დაელაპარაკო, ასე იქნები სამეგრელოშიც იმიტომ, რომ შენნაირი უსამშობლო არსად არ სჭირდებათ და ამიტომ დადის ის ჩემი „ხაბეს“ მიერ ჩამოგდებული. ასეთები ხართ, ავტორიტეტშელახულები, უსამშობლოები, ზონდერები. ორივეს ეს წარსული გაერთიანებთ”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, პარტია „ახლის“ თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“