ირაკლი ზარქუა – მეგონა, როდესაც ევროინტეგრაციაზე და ევროპაზეა საუბარი, სამადაშვილი დაიმალებოდა, უნდა დაიმალოს იმიტომ, რომ გამოსაჩენი პირი არ აქვს

საერთოდ, მეგონა, როდესაც ევროინტეგრაციაზე და ევროპაზეა საუბარი, სამადაშვილი დაიმალებოდა. უნდა დაიმალოს იმიტომ, რომ გამოსაჩენი პირი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრს, თეა ახვლედიანს უსმენენ.
ზარქუას თქმით, ხელმოცარული ადამიანია.
„კითხვა მინდოდა დამესვა, მაგრამ ისეთი მოვისმინე, საგიჟეთი გვაქვს პარლამენტში. ამ რადიკალებში რა ხდება! ყოფილი და მოქმედი „ნაციდან“ ერთმა, ბოკუჩავამ [თინა] ყალბი მშვიდობა უწოდა. ე.ი როდესაც ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული და აქ რომ მშვიდობაა, ეს მოჩვენებითია და იქ, ს თავდასხმის შემდეგ ბიჭები დაგვიხოცეს, ტერიტორიები წაგვართვეს, ბრძოლის ველზე იყვნენ დაყრილები ჩვენი მიცვალებულები და აქ, რუსთაველზე, ბელადმა [] სექტა გამოიყვანა, ეს თურმე მშვიდობა იყო.
მეორეს ვუსმენდი, ყოფილს [სალომე სამადაშვილი]. ყოფილი კი არა, ჩემთვის სამადაშვილი არის ხელმოცარული, ყოფილი დიპლომატი. ყოფილი იმიტომ დავარქვით, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირში იყო ელჩი, სადაც რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა, ხალხი დაგვიხოცა და ერთ ევროპულ სახელმწიფოს სანქცია ვერ დააწესებინა. ეს ახლა [სალომე სამადაშვილი], ყოფილი „ნაცი“ თუ ახლანდელი „ნაცი“, ეკითხება მინისტრს: რა სტრატეგია გაქვთ, მინისტრო? ძარღვი, შუბლი რაღაც არ არსებობს?! ყველაფერი „მოსულა“? საერთოდ, მეგონა, როდესაც ევროინტეგრაციაზე და ევროპაზეა საუბარი, სამადაშვილი დაიმალებოდა. უნდა დაიმალოს იმიტომ, რომ გამოსაჩენი პირი არ აქვს.
სიმართლე უნდა უთხრა მათ, თორემ ისევ აცოცდებიან თავზე. სულ რეჟიმში უნდა გყავდეთ ესენი, რომ თავიანთი ადგილი იცოდნენ. ამიტომაც არის, რომ ამათმა მოკავშირემ, NDI-იმ 4%-ი დაუწერა. რატომ? იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა აქცენტირებულია მავნებლობაზე, ომზე, ანარქიაზე, პოპულისტობაზე“,- განაცხადა ზარქუამ.