ირაკლი ზარქუა „ლელოზე“- ყოჩაღ შალვას, ზუსტად მიაგნო! – ძაღლის ჯიშებში ვერ ვერკვევი, მაგრამ რომ ვნახე, ზუსტად ეგ არის, განსაკუთრებით არითმეტიკაში რომ არის „ბეჯითი“, გეგელია

ყოჩაღ შალვას, ზუსტად მიაგნო – ძაღლის ჯიშებში ვერ ვერკვევი, მაგრამ რომ ვნახე, ზუსტად ეგ არის, განსაკუთრებით გეგელია – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ს განცხადებას, რომ პარტია „ლელო” „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი”.
ზარქუას თქმით, ახლა ოპოზიციის ლუსტრირების პროცესი მიმდინარეობს და მიმდინარე საარჩევნო პროცესში “ბევრს ნიღაბი ჩამოეხსნება, დემოკრატიის მანტიას და ნიღაბს რომ არიან ამოფარებული”.
“სიმართლე გითხრათ, ძაღლის ჯიშებში ვერ ვერკვევი, ეს რომ ახსენა, შევედი, ვნახე და ეგ არის, სულ რომ აგრესიულია, პატარაა, არ აქვს ძალა, შესაძლებლობა, მაგრამ მაინც რომ იწევს. აი, ასეთია და ყოჩაღ, ბატონ შალვას, სწორად მიაგნო, განსაკუთრებით ის, არითმეტიკაში რომ არის „ბეჯითი“, გეგელია. იციან, რომ ამ ქვეყანაზე მევახშეს, თაღლითებს, პოლიტიკური მომავალი არ აქვთ და დაადგნენ რადიკალების, რადიკალიზაციის გზას. ევროინტეგრაცია გვინდაო, ამბობენ და პირველი, რასაც გვეუბნებიან ევროპელი მეგობრები არის ის, რომ პოლარიზაცია შევამციროთ. სამუშაო ჯგუფების შექმნას რომ ითხოვდნენ, აგერ იყო, ჩაინიშნა შეხვედრა შალვას ინიციატივით, არ შემოვიდნენ, არც დაინტერესდნენ. ძალიან კარგია და ლუსტრაცია ხდება. მიმდინარე საარჩევნო პროცესში ბევრს ნიღაბი ჩამოეხსნება, დემოკრატიის მანტიას და ნიღაბს რომ არიან ამოფარებული. კარგი პროცესი მიდის, თავის სახე ანახეს აქეთ გვარამიებმა და საზოგადოებას უნდათ შეასაღონ რომ ახალი სახეები არიან – ვინ?! გვარამია, მელია და ჩახდილი, გიჟი ჯაფარა? ესენი არიან ახალი სახეები და გეუბნებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აგვცდება!“ – განაცხადა ზარქუამ.