– ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ

ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს უსამშობლოები რომ ფინანსდებოდა აქ, ვინც ლგბტ პროპაგანდას მხარს უჭერდა, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა… ვიცი დაკვეთა გაქვს, არ მალაპარაკო სიმართლე, მაგრამ მაინც მოგიწევს“, – მიმართა ზარქუამ ჟურნალისტს.
რაც შეეხება სანქციების შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი ზარქუამ უპასუხა: „ვლაგდებით, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს“.
„შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს გესმის? ახლა რომ პროვოკატორობ აქ. კითხვა დასვი, გპასუხობ და გადახვედი. ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება“, – განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…