– თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ნონსენსია – ამას როგორც რუსეთს არ ვეკითხებოდით აქამდე, ასე იქნება ევრობიუროკრატების შემთხვევაშიც

თურმე, ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ. ეს „ნონსენსია“ – ჩვენ გადავწყვეტთ, დელეგაციაში ვინ გვყავდეს. ამას როგორც აქამდე რუსეთს არ ვეკითხებოდით, ასე იქნება ევრობიუროკრატების შემთხვევაშიც, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ბრიუსელმა შეხვედრაზე იმიტომ განაცხადა უარი, რომ „სიმართლის თქმა არ უნდათ, რადგან მაშინ ყველა ბრალდებასა და საქართველოს გაშავებაზე ნიღაბს ჩამოვხსნით და პასუხს მოვთხოვთ“.
„თურმე, ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ. ნონსენსია. რატომ გადადეს შეხვედრა? – სიმართლის თქმა არ უნდათ, რადგან მაშინ ყველა ბრალდებასა და საქართველოს გაშავებაზე ნიღაბს ჩამოვხსნით და პასუხს მოვთხოვთ. შეხვედრაზე უარი ამიტომაც თქვეს. სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. რატომ? – ეშინიათ, რომ სიმართლეს ვეტყოდით. მათი აკაცუკები რომ იყვნენ აქ, „გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი რომ მივიღეთ, ვუთხარით, მოდით, იქნებ, მართალი ხართ და ვიმსჯელოთთქო. დისკუსიაში არც ერთი არ შემოვიდა. ახლაც იგივე გრძელდება, რადგან დისკუსიის, აზრთა ჭიდილის და არგუმენტების ეშინიათ. არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან. ჩვენ გადავწყვეტთ, დელეგაციაში ვინ გვყავდეს. ყველაზე კომპეტენტური და გამოცდილი – ასე დაკომპლექტდება დელეგაცია. ამას როგორც აქამდე რუსეთს არ ვეკითხებოდით, ასე იქნება ევრობიუროკრატების შემთხვევაშიც“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.