ირაკლი ზარქუა – ვიტოვებთ რწმენას, რომ აშშ-ის 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება – იმედი მაქვს, შემდეგი ადმინისტრაცია კარგად გაიაზრებს, რომ ეს არის საქართველო, დამოუკიდებელი სახელმწიფო

ვიტოვებთ რწმენას, რომ -ის 5 ნოემბრის ს შემდეგ, ამ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება – დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ადმინისტრაცია კარგად გაიაზრებს, რომ ეს არის საქართველო, დამოუკიდებელი სახელმწიფო, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ MEGOBARI აქტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს.
“ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. იქ რომ ჩამოთვლილია უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, შე დალოცვილო, ამდენი ხანია, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არა ერთ მისიაში ერთად ვყოფილვართ და აქამდე სად იყავით?! გააკეთეთ! რას გვემუქრებით?! კარგი, ჩვენ დასანქცირებულები ვართ, გავიგეთ. ასანქცირებთ დამოუკიდებელი საქართველოს ლეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს, იმიტომ, რომ კანონი მივიღეთ. ეს ნონსენსია, მაგრამ გავიგეთნ თუმცა მოსახლეობას მაინც მოუხსენით სანქციები. რა შემდეგ და რა მერე?! ამდენი წელია სტრატეგიული პარტნიორები გვქვია და ვართ, მოუხსენით. ვინ დაგიშალათ, ვინ შეგიშალათ ხელი, რომ პირდაპირი ფრენები იყოს?! ამიტომ ეს კიდევ ერთხელ არის მცდელობა, რომ ოპოზიციას და აი, ამ მარგინალებს, უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლებს, რომ მისცენ თემა, რომ აი, თუ თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში, ამას გავაკეთებთ. აქამდე გააკეთეთ, ვინ გიშლიდათ ხელს?! არაფერში არ წერია ეს, მიუღებელია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რწმენას, რომ ცოტა ხანში, ამერიკის შეერთებული შტატების 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ამ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ადმინისტრაცია კარგად გაიაზრებს, რომ ეს არის საქართველო, დამოუკიდებელი სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი ინტერესები, განვითარების თავისი გეგმა და სტრატეგია, რომელიც ხელს არავის უშლის,” – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის – საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა.
კანონპროექტი მიზნად საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით ს გავლენას დაუპირისპირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ