– ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რომ ჩადის და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი?

ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რა… რომ ჩადის იქ და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი? – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მ ჟურნალისტებთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუამ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ოპოზიციური ძალებიც დაადანაშაულა.
„ვნახეთ, როგორ არიან ჩამწკრივებული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. „რადიკალების“ თითოეული ლიდერი როგორ იყო ჩასაფრებული, რომ რამენაირად გააშავონ თავისი ქვეყანა და ლეგიტიმურად არჩეული მთავრობა. რაღა შორს წავიდეთ – ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რა… რომ ჩადის იქ და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი? ეს არის ჩვეულებრივი მეხუთე კოლონა, აგენტურა, რომელსაც დედა ეტირათ. ერთი რომ ქართველი ხალხი გავერთიანდით და მყარად დავდექით და მეორე, -ის იმ შედეგებით, როცა ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. ყველამ უნდა იცოდეს – ქალი ქალია, კაცი კაცია. ახლა მიდით და იხუმრეთ ამ თემაზე. ყველას ხაზს გადაგისვამთ ამ რადიკალებს და ფსევდოლიბერალებს“, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის