ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩს – არ მახსოვს, გადაგეხედათ რომელიმე მისია ან პროგრამა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის რუტინა იყო ადამიანის ჩაგვრა, გაუპატიურება და ციხეში უბედურებები – საქართველომ რომ ქართული კანონი მიიღო, ამაზე ვიჩაგრებით და გვსჯით

არ მახსოვს, რომელიმე მისია გადაგეხედათ, ან პროგრამა როდესაც სააკაშვილის რეჟიმის რუტინა იყო ადამიანის ჩაგვრა, გაუპატიურება და ციხეში უბედურებები – საქართველომ რომ ქართული კანონი მიიღო, ამაზე ვიჩაგრებით და გვსჯით,- ასე მიმართავს “ქართული ოცნების” დეპუტატი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს ს.
ზარქუამ მოუწოდა ჰერჩინსკს, გადახედოს იმ მონაცემებს, სადაც საქართველო რამდენიმე მიმართულებით მოწინავე ადგილს იკავებს და „გადაიფიქროს ის სამარცხვინო განცხადება, თითქოს თავდაცვის სამინისტროს ბიჭები 30 მილიონს არ იმსახურებენ“.
“იცით, რომ მორიგი შეფასება გამოქვეყნდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის შესახებ. “დემოკრატიის მრავალფეროვნება” – ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც კვლევებს აწარმოებს. მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში პირველ ხუთეულში.
რასაც არაკეთილმოსურნეები გვეუბნებიან, მორალს გვიკითხავენ, ნიშნის მოგებით გვესაუბრებიან დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მათივე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და ობიექტურად იკვლევენ ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობას, დემოკრატიულობას, კანონის უზენაესობას, მათ შორის მართლმსაჯულებას ისინი ობიექტურად აფასებენ მდგომარეობას. ამ ობიექტური შეფასებით მიხედვით, საქართველო ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილზეა. 2012 წლის შემდეგ, დაახლოებით 20%-ზე მეტადაა გაზრდილი ჩვენი რეიტინგი. აგერ არის ფაქტი, “ქართული ოცნების” მოგონილი ხომ არ არის, ქართული სოციოლოგიური კვლევის შედეგი ხომ არ არის.
მისტერ ჰერჩინსკი, იქნებ გადახედოთ ამ მონაცემებს და გადაიფიქროთ ის სამარცხვინო განცხადება, რაც გააკეთეთ, თითქოს თავდაცვის ბიჭებს, რომლებიც მათ შორის თქვენი, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ნაწილში, მისიებში მონაწილეობდნენ და ბევრმა გაწირა თავი, დასახიჩრებული დაბრუნდა ოჯახს, სამშობლოს, ასეთ ბიჭებსა და ქვეყანაზე რომელიც მხარში გედგათ თქვით, რომ 30 მილიონს არ იმსახურებენო, გიგაურებს და ლომჯარიებს უნდა გადავურიცხოთო, იმიტომ, რომ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების შელახვას ვხედავთო, სამოქალაქო საზოგადოებისო. ამ დროს თქვენს წიაღში არსებული სამოქალაქო ორგანიზაცია – „მრავალფეროვანი დემოკრატია“ წერს დასკვნებს, სადაც ათასობით ექსპერტია ჩართული და ობიექტურ შეფასებას აკეთებს, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა მართლმსაჯულებაზე წვდომის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით.
რამდენიმე დღის წინ, თავისუფლების ინდექსის მიხედვით 30 სახელმწიფოს შორის მოხვდა. 2012 წელს 100-ს მიღმა იყო. არ მახსოვს, რომელიმე მისია გადაგეხედათ, ან პროგრამა იმ დროს, სადაც ადამიანის ჩაგვრა, გაუპატიურება, ციხეში უბედურებები სააკაშვილის რეჟიმის რუტინა იყო. არც გითქვამთ ასეთი მკაცრი განცხადებები, არც დაგიგმიათ, პროექტი არ გადაგიხედავთ და გაგიჩერებიათ. საქართველომ რომ ქართული კანონი მიიღო, ამაზე ვიჩაგრებით და გვსჯით. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ არის ქართველი ხალხის მსახური ხელისუფლება, ანუ ჩვენ და დაკვეთების შემსრულებელი რეჟიმი, რომელმაც მიუხედავად მწვალებლური საქმიანობისა, ქაოსისას, თქვენი მხრიდან არცერთი შენიშვნა არ მიიღო, რადგან უცხო ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ. თეთრსა და შავს კარგად არჩევს საზოგადოება და 26 ოქტომბერს კიდევ გაარჩევს”,- აღნიშნა ზარქუამ.