ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩს – ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს – შეეშვით შიდა არჩევნებში ჩარევას!

ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია – ბატონო ელჩო, მე მესმის თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, პაველ ჰერჩინსკი “ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევს თავს, როდესაც საქართველოს შიდა საქმეებში ერევა”.
“ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები მიუღებელია. მათ შორის თავისი არსითა და შინაარსით მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის. ბატონო ელჩო, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოთ. საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ლგბტ პროპაგანდას არ გავატარებთ, შესაბამისად თქვენ ნახეთ მიტინგი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა და თქვენ ჯიუტად მაინც გვაწვებით და ამბობთ, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა ადამიანის უფლებების შელახვაა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ გეთანხმებით – ეს ერთი. მეორე, თქვენ მოუხმეთ ფაქტებს, თურმე დღეს როგორი მშვიდობაც არის მოლდოვასა და ში. აქაც შეუსაბამოა ეს განცხადება. უკრაინაში მშვიდობა არ არის, ბატონო ელჩო – ან გატყუებენ, ან იტყუებით. ეგ უბედურებაა, იქ ტრაგედია ტრიალებს, რომელიც როდის დამთავრდება, კაციშვილმა არ იცის. ჩვენ არ გვინდა ისეთი მშვიდობა, როგორიც უკრაინაშია“, – აღნიშნა ზარქუამ.
ამავე თემაზე საუბრისას, ზარქუამ ელჩს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ „შეეშვას შიდა არჩევნებში ჩარევას, რადგან ეს მისი მანდატი არ არის“.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ და მოგიწოდებთ, რომ შეეშვით შიდა არჩევნებში ჩარევას – ეს თქვენი მანდატი არ არის. თქვენი მანდატი არის, როდესაც შესაძლებლობა იქნება, რომ ევროინტეგრაციაში საქართველო დაწინაურდეს, იქ ფეხი არ დაგვიდოთ – მხარი დაგვიჭირეთ. ჩვენს უკან ქართველი ერის უმრავლესობა დგას. ასე რომ, ეს გაითვალისწინეთ. მე მესმის თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, რომ თქვენი აგენტურა ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლებას არ გაძლევთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის სტრუქტურებისა და წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებით, ამჟამად საქართველოში ყველა მაღალი დონის ვიზიტი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა მაღალი დონის შეხვედრა შეჩერებულია. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა ანტიდასავლური და ანტიევროპული ნარატივის, პროპაგანდისა და კონსპირაციის თეორიის საპასუხოდ მიიღო. ელჩის თქმით, თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ასევე, მისი განცხადებით, ბევრი დრო გაიფლანგა, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, რომლებიც სწრაფად მიიწევენ წინ. ელჩის მოწოდებით, ერთი წუთიც აღარ უნდა დაიკარგოს და უნდა განახლდეს საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. შესაბამისად, ევროკავშირის ელჩმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებზე მაქსიმალური აქტივობა დააფიქსირონ, რადგან ქვეყნის ბედი ახლა მათ ხელშია. პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ იქნება თავისუფალი და სამართლიანი და აღნიშნა, რომ თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად იქნებიან უპასუხონ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს – საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას. პაველ ჰერჩინსკი საარჩევნო კამპანიას და კერძოდ კამპანიაში განადგურებული უკრაინის კადრების გამოყენებასაც გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტს აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი უწოდა.