ირაკლი ზარქუა – დასამალი რა გვაქვს?! – პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან

დასამალი რა გვაქვს?! – პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
„არ მაქვს ინფორმაცია, მე როგორც ვიცი, ბიუროზე დამტკიცებულია, რომ ყველა ჯგუფს ფრაქციის ფორმატში შეხვდებიან, მოუსმენენ. თუ “ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვები არ აქვს, ეს მათი პრობლემაა. დასამალი რა გვაქვს, მთავრობას ვამტკიცებთ, რომლის ძირითადმა ბირთვმა შეძლო სწორედ ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მშვიდობა შევინარჩუნეთ და ეკონომიკური ზრდა გვაქვს მესამე წელია. პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვას. ასე რომ, ჩვენი მხრიდან არ იქნება პრობლემა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ს განცხადებით, ხელისუფლება უარს აცხადებს, მინისტრობის კანდიდატები მათ ფრაქციის ფორმატში შეხვდნენ. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ