ბრიტანეთის სანქციებზე: ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში

ირაკლი ზარქუა ბრიტანეთის სანქციებზე: ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში
გვახსოვს, რეზოლუციებში გვიწერდნენ რაღაც სიგიჟეებს, შემდეგ ჩამოვიდა -დან დელეგაცია, რომელმაც ვერ დააფიქსირა [საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლა] და თქვეს, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებები იყო. მორიგ მსგავს აქტთან გვაქვს საქმე, – განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ, ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებაზე საუბრისას.
მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ მსგავსი ბრალდებები ახალი არ არის, თუმცა, მთავარია, რომ ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს და წესრიგს იცავს, ხოლო ხელისუფლების არჩევანი – მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ, კვლავ უცვლელია.
“ესენი არიან ევროპის გარკვეული ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ გადატრიალება მოხდეს, თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. მათ შორის, -ის კონგრესი იქნება თუ ბრიტანეთის თემთა პალატა, ყველგან არიან ლობისტური ორგანიზაციები, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, მცდელობა აქვთ, გააშავონ ეს ქვეყანა და სიგიჟეები მოუგონონ. ჩვენთვის ეს არახალია, ბევრი გვინახავს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო წესრიგს. ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ქალბატონმა კალასმა, ჯერ თავის ქმარს აუკრძალოს რუსეთთან ვაჭრობა და მერე უკითხოს სხვას მორალი. ჩვენ ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს არის – მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ – და ამას შევინარჩუნებთ,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა