ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე: ეს იყო თან არაკონსტიტუციური, შეუსაბამო და თან რაღაც გაუაზრებელი დირექტივა

ირაკლი ზარქუამ ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ უწყება არაკონსტიტუციური და შეუსაბამო იყო.

“ეს იყო თან არაკონსტიტუციური, შეუსაბამო და თან რაღაც გაუაზრებელი დირექტივა. შესაბამისად, მგონია, რომ ის, რაც ახლა ხდება, ოპტიმიზაცია, სწორი გადაწყვეტილებაა”- თქვა ზარქუამ. 

“ოცნების” პირობებში შექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს ც “გარედან თავსმოხვეულ ვითომ ორგანოს” უწოდებს.

  • ანტიკორუფციული ბიურო 2023 წელს შეიქმნა. მისი შექმნა ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია იყო და გულისხმობდა ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას.