ირაკლი ეძგვერაძე – ოლიგარქის „კარის თამაშებით“ მხოლოდ „ოცნების“ შიდა კონფიგურაცია იცვლება

ოლიგარქის „კარის თამაშებით“ მხოლოდ „ოცნების“ შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის – არაფერი,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, „ღარიბაშვილ-კობახიძის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“.
„ამ გადანაცვლებით რა იცვლება რიგითი მოქალაქისთვის? ხელფასი ემატება კობახიძის გარდა ვინმეს? სამუშაო ადგილები ჩნდება? ემიგრაცია ბრუნდება? პენსია იზრდება? დანგრეული სკოლები რემონტდება? კორუფცია მარცხდება? ტენდერებით ფულს აღარ მოიპარავენ?
ოლიგარქის კარის თამაშებით მხოლოდ ოცნების შიდა კონფიგურაცია იცვლება, ხალხისთვის – არაფერი“, – წერს ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა