ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი, ბექა ხოფერია ბათუმში ცათამბჯენს აშენებს – “ბათუმელების” ინფორმაციით, ცათამბჯენის აშენებას თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროზე შპს “ალპეკა ბათუმი” გეგმავს.
კომპანიაში ამობენ, რომ ეს იქნება ყველაზე მაღალსართულიანი შენობა ბათუმში.
· კომპანიის მფლობელი ბექა ხოფერია, “ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას შვილია. გარდა ამისა, შპს “ალპეკა ბათუმის” ადმინისტრაციული დირექტორია თათა დგებუაძე, ირაკლი დგებუაძის ბიძაშვილია.
ბექა ქოფერია სამშენებლო სექტორში აქტიურად 2019 წლიდან გამოჩნდა. მანამდე ის რამდენიმე კომპანიაში თანამესაკუთრედ ფიქსირდებოდა. 2019 წლიდან მან მიიღო სამშენებლო ნებართვები თბილისში პრესტიჟულ ადგილებზე.
