ირაკლი დგებუაძე -ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსად დანიშნეს

ს პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძ, რომელიც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტია, -ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს.
ს პოლიციის უფროსის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, თავდაპირველად ირაკლი დგებუაძე თბილისში გადაიყვანეს და “ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე” დანიშნეს.
სამმართველო, რომელშიც ამჟამად ირაკლი დგებუაძე მუშაობს, იძიებს და ებრძვის სისტემურ დანაშაულს, რომელსაც აქვს სტრუქტურა, ფინანსური რესურსი და დანაშაულებრივი მიზანი. მათ შორის:
· ქურდულ სამყაროსთან და “კანონიერ ქურდებთან” ბრძოლა
· ტრეფიკინგთან ბრძოლა
· კიბერდანაშაულთან ბრძოლა
· მიმალვაში მყოფი პირების გამოვლენა და ა.შ.
ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია მზია ამაღლობელის საქმეში – სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს მან მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ მზია ამაღლობელმა “მარჯვენა სახის არეში საკმაოდ ძლიერად დაარტყა”, რის შემდეგაც “ტკივილი განიცადა”.
თავად მზია ამაღლობელი კი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში – სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.