ირაკლი დგებუაძე -ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსად დანიშნეს

ს პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე, – პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, – -ში კვლავ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.
ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, რადიო თავისუფლებას შსს-ის პრესცენტრში დაუდასტურეს.
ს პოლიციის უფროსად 2022 წელს დანიშნული დგებუაძე 2025 წლის სექტემბრიდან აღარ იკავებდა ამ პოსტს.
სექტემბერში იგი თბილისში გადაიყვანეს და დანიშნეს „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე“.
მას შემდეგ დგებუაძეს დაუკავებია შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა.
შსს-ის პრესცენტრში გვითხრეს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ის ამ პოზიციაზეა. ეს ინფორმაცია საჯაროდ ცნობილი აქამდე არ ყოფილა.
დგებუაძის უშუალო ხელმძღვანელია დავით კიკნაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
დგებუაძის სამმართველოს შემადგენლობაში კი არის:
· დამნაშავეთა სამყაროს [მათ შორის „კანონიერი ქურდების“] წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო;
· ძებნის სამმართველო;
· ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;
· კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო;
· ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო.
· „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას არაადამიანურად მოექცა ბათუმის პოლიციის შენობაში, არაერთი პოლიციელის თანდასწრებით.
· კერძოდ, ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
· დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.
ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნეს ამაღლობელის საქმეზე – ის ამბობდა, რომ მზია ამაღლობელის „საკმაოდ ძლიერმა“ სილამ „ტკივილი მიაყენა“ და ლოყასთან ერთად, ყურიც გაუწითლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ეს განაჩენი და ხელისუფლებას ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
პატიმრობაში ყოფნისას და ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობა შეირყა. ჟურნალისტმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.