ირაკლი დგებუაძე – არცერთი დაკავებულის და მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია – სასამართლოში გავარკვევთ

არცერთი დაკავებულის და არცერთი მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოში მტკიცებულებებს წარადგენს.
“რაიმე მსგავსი მტკიცებულება არსებობს ჩემს მიმართ?- გულწრფელად რომ გითხრათ, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ისეთი ბრალდებები მოვისმინე, გაოცებული ვარ ადამიანების კრეატიულობით. კონკრეტული პირის დაკავების კადრები არსებობს, სრული უწყვეტი კადრია, ჩემი შენობიდან გამოსვლის, მასთან კომუნიკაციის და შემდეგ ქმედების. ზოგიერთი ადამიანი ფორმულირებას აძლევს, იგონებენ რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო უწყებაში ყველა დაკავებულთან უფლებადამცველები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყვნენ. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი შეურაცხყოფა იყო პოლიციელების მიმართ, მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ. მარტივი და ცალსახა პასუხი მაქვს, არცერთი დაკავებულის და არცერთი მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მათი მხრიდან ცალსახა რადიკალური დამოკიდებულებებს, ლანძღვა გინებას სისხლის სამართლის დანაშაულო დაემატა, რასაც სასამართლოში გავარკვევთ. თუ მოხდა რაიმე სამართალდარღვევა ნებისმიერი პირის მხრიდან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს, მოგვმართონ კონკრეტული მტკიცებულებებით”, – აცხადებს ირაკლი დგებუაძე.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორები და კონგრესმენები – ამერიკულ მთავრობას მოვუწოდებთ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა დაჟინებით მოითხოვონ, საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციებს

მარია ზახაროვა – საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი უჭერს მხარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას – გვსურს პრაქტიკული ნაბიჯების დანახვა – ამ საკითხში ბურთი ჩვენს მხარეს არაა, მაგრამ მზად ვართ, საინტერესო, სახალისო, სპორტული თამაშისთვის