„ირაკლი დგებუაძეს პირველად სახეში როცა შევხედე, შემაფურთხა“ – მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვა, რომ ს პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ შეაფურთხა.
„ირაკლი დგებუაძეს პირველად სახეში როცა შევხედე, შემაფურთხა.
სამმართველოს შენობაში რომ შემიყვანეს, პირველივე ოთახში შემაგდეს. როგორ აგიხსნათ, ოთახის კარი ჩემი შეგდებით გაიხსნა. ვიწრო ოთახი იყო.
ცოტა ხანში ვიღაც ახალგაზრდა შემოვარდა ყვირილით, გინებით. მიყვიროდა – როგორ დამარტყიო.
მეორე შემოვარდნაზე უფრო შემოქმედებითად მაგინებდა, როგორც ქალს, თავი დამცირებულად რომ მეგრძნო.
ყველა შემოვარდნაზე დგებუაძეს პოლიციელები მოჰვებოდნენ და აჩერებდნენ, რომ ჩემთვის არ დაერტყა.
ერთ-ერთ შემოვარდნაზე ახლოს მოვიდა ჩემთან, თავი ავწიე, სახეში შევხედე და ამ დროს შემაფურთხა“.
მზია ამაღლობელმა ადვოკატის შეკითხვაზე, დაკავების შემდეგ რა სიტყვებით აყენებდა შეურაცხყოფას მას ს პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, თქვა, რომ ამის განმეორება მას არ სურდა საჯაროდ:
„არ მინდა ამაზე საუბარი. ერთადერთი შემიძლია პროკურორებს ვუთხრა, წარმოიდგინონ მათი ოჯახის წევრი ქალები რა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყვნენ შეურაცყოფილი და მოსამართლეს შემიძლია წერილობით გამოვუგზავნო დგებუაძის ყველა ის სიტყვა, რა სიტყვებითაც მაგინებდა. ამის გახსენებაც კი ძალიან მძიმეა“.(ბათუმელები)

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია