ირაკლი გიორგობიანი – წალენჯიხაში გახსნილი აუტიზმის ცენტრი უნდა იყოს მაგალითი სხვა რეგიონებისთვისაც და სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი

წალენჯიხაში გახსნილი აუტიზმის ცენტრი უნდა იყოს მაგალითი სხვა რეგიონებისთვისაც და სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ამ ყველაფერს ხელი, რადგან რაც უფრო მეტი ასეთი ცენტრი გაიხსნება, მითუმეტეს მუნიციპალური დაფინანსებით და სახელმწიფო იზრუნებს ბავშვებზე, მით მეტ გამოჯანმრთელებულ ბავშვს მივიღებთ შემდგომ წლებში , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.
ირაკლი გიორგობიანი მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს, რომ ყურადღება მიაქციოს ასეთი ცენტრების დაფინანსებას.
„ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ასეთი ცენტრების არსებობა ზოგადად ქვეყანაში, რადგანაც დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 2 500 ბავშვი არის ექვს წლამდე ამ გართულებით, რომელიც დიაგნოსტირებულია. საერთოდ დიაგნოსტირების პრობლემა არსებობს ქვეყანაში და რაც უფრო მეტი გაიხსნება ასეთი ცენტრები და მითუმეტეს მუნიციპალური დაფინანსებით, ბიუჯეტური დაფინანსებით სახელმწიფო იზრუნებს ამ ბავშვებზე, მით მეტ გამოჯანმრთელებულ ბავშვს მივიღებთ შემდგომ წლებში. მთლიანობაში და მსოფლიოში სტატისტიკა არის ძალიან მზარდი, მაგალითად, როდესაც -ში სამოციან წლებში დაახლოებით 0,25 პროცენტი იყო მოსახლეობის, დღეს ერთ პროცენტს გადასცილდა უკვე მონაცემები. სახელმწიფო მნიშვნელოვნად ჩართული უნდა იყოს ასეთი ცენტრების მშენებლობაში და მინდა ახალ ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო ახალი ინიციატივით შემოვიდეს და ყურადღება მიაქციოს ასეთი ცენტრების დაფინანსებას. წალენჯიხაში 15 პაციენტია, რომელიც მიიღებს სამედიცინო მომსახურებას და გაივლის რეაბილიტაციას ,რომლებიც ზუგდიდში დადიოდნენ, ახლა კი მათ ადგილზე მოემსახურებიან“, – განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია