ირაკლი ალასანია: სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის არი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ხალ­ხის ხმის გა­გო­ნე­ბით და არა ხალ­ხთან ძა­ლა­დობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბით

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რილს აქ­ვეყ­ნებს. წე­რი­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლემ, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც ფან­ჯი­კი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ალა­სა­ნია “არ არის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, არც სა­ქარ­თვე­ლო­ში, სწო­რედ ამი­ტომ ქვეყ­ნდე­ბა წე­რი­ლი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის გვერ­დზე”.

  • ირაკ­ლი ალა­სა­ნია:

“ათი წლის წინ გა­ვა­კე­თე მკა­ფიო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სის საფრ­თხე­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მა­შინ ასე სა­ყო­ველ­თა­ოდ თვალ­სა­ჩი­ნო არ იყო, რო­გო­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბაც შე­ი­ძი­ნა დღეს.

რვა წლის წინ დავ­ტო­ვე პო­ლი­ტი­კა და ვცდი­ლობ არ ჩა­ვე­რიო პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, თავს ვა­რი­დებ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს.

  • ვინც მიც­ნობთ, იცით, მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა სუფ­თა ხე­ლე­ბით ვემ­სა­ხუ­რე სა­ხელ­მწი­ფოს ომ­შიც და მშვი­დო­ბი­ან დრო­საც. ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის გვერ­დით სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ევ­რო­პას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ და ახალ­გაზ­რდე­ბის და სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნურ­მა ძა­ლა­დო­ბამ, რა­საც პრო­ცე­სე­ბი შე­უქ­ცე­ვა­დი, უა­რე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მიჰ­ყავს, მა­ი­ძუ­ლა კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო ჩემი პო­ზი­ცია: ხალ­ხის ხმის ძა­ლა­დობ­რი­ვი ჩახ­შო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

ბრძო­ლა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის არა მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი პრაგ­მა­ტუ­ლი გზაა, არა­მედ მო­რა­ლუ­რიც იმ ათა­სო­ბით ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ხსოვ­ნის ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ვინც სი­ცო­ცხლე შე­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათ წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლი ვართ და­ვიც­ვათ ხალ­ხის ნება და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა. სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სან­დო და ერ­თგულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად და არა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტით, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის არი­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ხალ­ხის ხმის გა­გო­ნე­ბით და არა ხალ­ხთან ძა­ლა­დობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბით.

დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში იგ­რძნო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა. ვი­სურ­ვებ, გო­ნი­ე­რე­ბით, მტკი­ცე რწმე­ნით და სიფრ­თხი­ლით გა­ი­ა­როს ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ გზა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ. გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი. ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. მთავ­რო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. რამ­დე­ნი­მე დღეა თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა.