ირაკლი აბესაძე: რატომაა მავნებლობა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში რეჟიმის მიერ დაანონსებული ცვლილება?! ნათელი რომ იყოს, განვიხილოთ კრებსითი ,,რომეოების” მაგალითზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე:
❗️ რატომაა მავნებლობა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში რეჟიმის მიერ დაანონსებული ცვლილება?!
✔️ ნათელი რომ იყოს, განვიხილოთ კრებსითი ,,რომეოების” მაგალითზე:
▪️ ვნახეთ, რომ დეკლარაციით, ,,რომეომ”
წეროვანში გაყიდა სახლი 600,000 ევროდ და ამავე ფასად სახლი იყიდა მადრიდის ცენტრში (🙄). რა თქმა უნდა, დარწმუნებული ხარ, რომ ეს შეუძლებელია და ამბობ, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და კორუფციას (რაზედაც ახლა ბრალი აქვს წაყენებული).
✔️მოქმედი კანონით:
▪️თუ ,,რომეო” გადაწყვეტდა, რომ ცილისწამებისთვის მიემართა სასამართლოსთვის, მას მოუწევდა თავად დაემტკიცებინა, რომ ეს 600,000 ევროს შემოსავალი კანონიერად მიიღო. ანუ მას თავად უნდა წარედგინა ხელშეკრულება სასამართლოსთვის, შესაძლებელია ასევე მასვე დაკისრებოდა მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება, რომ წეროვანში 600,000 ევროდ სახლის შემძენს რეალურად გააჩნდა ასეთი რაოდენობის ფული…
▪️რაც იმას ნიშნავს, რომ რომეო კარგად დაფიქრდებოდა, უღირს თუ არა ამ დოკუმენტაციის გასაჯაროვება, როდესაც იცის რომ რეალურად კანონი დარღვეული აქვს. მას მოუწევდა აწონ-დაწონვა ამ დოკუმენტაციის სასამართლოში წარდგენით, პირიქით თვითონ ხომ არ დაზარალდებოდა და მაღალი ალბათობით, ის სასამართლოს არ (!!!) მიმართავდა.
✔️ახალი კანონით:
▪️ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ,,რომეო” მიდის სასამართლოში და თქვენ გთხოვთ, წარადგინოთ მტკიცებულებები, რომ ეს 600,000 ევრო მან უკანონოდ მოიპოვა.
▪️ თქვენ, რა თქმა უნდა, არ გაქვთ ,,რომეოს” სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, თქვენ არ გაქვთ ამ სახლის მყიდველის მიერ 600,000 ევროს რეალურად ფლობის მტკიცებულება და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სავარაუდო კორუფციაში ,,რომეო” დაადანაშაულეთ საღი, გონივრული, საფუძვლიანი განსჯით იმ
ინფორმაციის, რაც დეკლარაციაში იყო – თქვენ მაინც წააგებთ სასამართლოს❗️
❗️ეს მარტივად ნიშნავს, აღარ ისაუბროთ იმ აღვირახსნილ კორუფციაზე, რამაც წალეკა ქვეყანა და რომლის ერთ-ერთი სავარაუდო ჭანჭიკი ახლა თავად ,,ამხილეს” და სჯიან. სჯიან არა იმიტომ, რომ კორუფციას ებრძვიან, არამედი იმიტომ რომ ახალი ,,სასტავი” ძველ კორუფციონერებისგან ათავისუფლებს ადგილს ახალი კორუფციონერებისთვის.