ირაკლი აბესაძე: რასაც ახლა პოლიცია აკეთებს, ნამდვილად არის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული

რასაც ახლა პოლიცია აკეთებს, ნამდვილად არის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული:
შეკრების ან მანიფესტაციის განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სასჯელით: თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე.
ასე რომ, პატიოსან საზოგადოებასაც გამოადგება ის კამერები, რომლებსაც ხელისუფლება ამონტაჟებს უხვად!
ყველა ეს პოლიციელი თავადაა დამნაშავე…“ — ასე ეხმიანება ირაკლი აბესაძე რუსთაველზე მიმდინარე დაკავებებს