იოჰან ვადეფული – რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შედეგი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებში ტერიტორიების დათმობა არ უნდა მოხდეს.
„ძალადობამ საზღვრები არ უნდა შეცვალოს. სადაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, სიტყვის თქმის უფლება უნდა გვქონდეს“, – დაწერა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში.
ამასთან, მისი თქმით, ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანს, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი, თუმცა ომის დასრულების შედეგი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს.
„მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის მიზანს, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. შედეგი უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, – დაწერა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება