უკრაინა მზადაა ჩაერთოს და არაერთხელ გამოვიდა დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, მიუხედავად ამისა, რუსეთმა არაერთხელ აირჩია არა მხოლოდ გააგრძელოს, არამედ გააძლიეროს თავისი აგრესია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთის აგრესია უნდა დასრულდეს.
„რუსეთის მიმდინარე აგრესია მხოლოდ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული. რუსეთი, თავისი უგუნური საქციელით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
