იოჰან ვადეფული: პუტინს სურს დაიპყროს მთელი უკრაინა და შიში მოჰფინოს ევროპას

30 ივნისს კიევში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა დაადანაშაულა უკრაინის “დაპყრობის” სურვილში და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ უნდა ში ომის დასრულებაზე შეთანხმების მიღწევა.
ვადეფულის სიტყვებით, პუტინს “სურს დაიპყროს მთელი უკრაინა და ამავე დროს შიში მოჰფინოს მთელ ევროპას” და მისი “თითქოსდა მოლაპარაკების სურვილი მხოლოდ ფასადია”.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოულოდნელ ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთმა მორიგჯერ დაბომბა უკრაინის ქალაქები. ადგილობრივი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.
მანამდე ერთი დღით ადრე, რუსეთმა 500-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა უკრაინის ტერიტორიის დასაბომბად. 29 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა მ ხელი მოაწერა უკრაინის გამოსვლას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების საწინააღმდეგო გლობალური შეთანხმებიდან – ოტავის კონვენციიდან. ზელენსკი კარგა ხანია აცხადებს, რომ რუსეთი იყენებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. იმისათვის, რომ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს, ის უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და ამის შემდეგ ეცნობოს გაეროს. ოტავის კონვენციის ხელმომწერია 160-ზე მეტი ქვეყანა. მას არ შეერთებიან რუსეთი და .
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას:
“ესენია ამერიკული სისტემები, რომლების ყიდვისთვისაც მზად ვართ. იმედი გვაქვს ლიდერობის, პოლიტიკური ნებისა და აშშ-ის, ევროპისა და ყველა პარტნიორის მხარდაჭერის. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა საჰაერო განგაში მთელ უკრაინაში – ჩვენს ცაზე იყო 477 დრონი, უმრავლესობა რუსულ-ირანული “შაჰედები”, სხვადასხვა ტიპის 60 რაკეტასთან ერთად” – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ამ თავდასხმამ აიძულა პოლონეთი და მოკავშირე ქვეყნები, თავიანთი საჰაერო სივრცის დასაცავად, გადამტაცი თვითმფრინავები აეფრინათ.
ფორუმი