იოჰან ვადეფული – დონალდ ტრამპმა გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ღაზას სექტორთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაში, მოვუწოდებთ, გააგრძელოს ძალისხმევა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მისაღწევად

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდეს.
„დონალდ ტრამპმა გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ღაზას სექტორთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაში. გერმანია მოუწოდებს მას, გააგრძელოს ძალისხმევა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მისაღწევად“, – განაცხადა ვადეფულმა ბულგარელ კოლეგასთან, გეორგ გეორგიევთან შეხვედრის დროს.
მისი თქმით, ბერლინი დიდ იმედს ამყარებს -ის ადმინისტრაციაზე, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა დამაჯერებლად აჩვენა ინტერესი მთელ მსოფლიოში სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის მიმართ.
„ყველა ღონის გამოყენება უნდა მოხდეს უკრაინაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად, სანამ იქ საომარი მოქმედებები კვლავ უფრო ფართო მასშტაბით არ გაჩაღდება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?