საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გამოემაურა პარლამენტში მედია წარმომადგენლების არ შეშვებას, ლევან იოსელიანის თქმით, ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა ჰქოდეს პარლამენტში შესვლის და დღევანდელი დღის გაშუქების საშუალება.
“მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხებს”. – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.
გუშინ, 14 აპრილს, პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში შესვლა ვიზიტორებს შეეზღუდებათ. დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები.
ტაბულა დაუკავშირდა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ შეზღუდვა ონლაინმედიებზეც გავრცელდება.