იოსელიანი: მე არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე

ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე, ჩვენ ვადევნებდით თვალყურს დღეებს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისათვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა…
მთავარი არის, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული. დაცული იყოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდა 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს.
საერთოდ, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე… მგონია, რომ ეს არაფერ კარგს არ იძლევა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც ამ ქვეყანაში რომ გამოვლენ ადამიანები სოციალური პრობლემებით, წამლებზე ფასების, ან შრომითი უფლებების, ან უკანონო მშენებლობების გამო და გააპროტესტებენ, მათზეც იმოქმედებს ეს კანონები. ესა არის ყველაზე ცუდი და მე ეს მადარდებს ყველაზე მეტად…
რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანის დაკავება არა არის კარგი და არ მივესალმები, მაგრამ უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს დაკავებებისა და ჯარიმების გარეშე…

ეს კანონმდებლობა მისდევს პროტესტს. ეს პროტესტი, ვიმეორებ, გარკვეულ შემთხვევებში არის კანონიერი და გარკვეულ შემთხვევებში სცდება კანონს და 330 დღის მანძილზე სცდებოდა კანონს. თქვენ მთხოვთ, რომ ეს გავამართლო? მე ამას არ გავაკეთებ.