იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვაგრძელებთ წყალარინების ქსელების მოწყობას ისეთ მისამართებზე, სადაც კომუნიკაციების ქსელი დღემდე არ არსებობდა. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქში, რადგან წლების წინ ქალაქში უკანონო განაშენიანება ხდებოდა. მთელი რიგი უბნებია, სადაც არც განაშენიანების რეგულირების გეგმა არსებობდა, არც მშენებლობის ნებართვები. შესაბამისად, დღეს იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას და მასზე მოსახლეობის დაერთების სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე განახორციელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი მდებარეობს, რომელთა მობინადრეების თხოვნით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
თბილისის მერის განცხადებით, პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 500 000 ლარით დაფინანსდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის