იორდანიაში საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, სადაც კულტურის მინისტრ ჰაიფა ნაჯარის შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი და ორივე მხარის სამინისტროების თანამშრომლები.

კულტურის მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის დაცვაზე.

შეხვედრაზე მასპინძელთა შეთავაზებით დაიგეგმა არქეოლოგიური ძეგლების მონახულება, სადაც მომავალში ერთობლივი საქმიანობის დაწყება შეიძლება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გამართულ ჯერაშის კულტურულ ფესტივალში, რომელიც მეფე აბდულა II-ის გამეფების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას ღირსეულად წარმოაჩენს აჭარის რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლი „“.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს კულტურის მინისტრი ჰაიფა ნაჯარი საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.