იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად შეიარაღებული პირი დაიღუპა, 3 პოლიციელი კი დაშავდა

იორდანიაში ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი-დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია თავად შეიარაღებული თავდამსხმელი, დაჭრილები კი პოლიციელები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციის პატრულს რაბიას რაიონში ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლისას დაიღუპა.
იორდანიის მთავრობის კომუნიკაციების მინისტრმა, მოჰამედ მომანიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნე ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალები იყო. მისი თქმით, თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: ყველა ირანელ პატრიოტს, ვისაც თავისუფლება სურს: გამოიყენეთ ეს მომენტი, იყავით მამაცები, იყავით გაბედულები, იყავით გმირები და თქვენი ქვეყანა დაიბრუნეთ – ამერიკა თქვენთანაა