იორდანიაში დემონსტრანტებმა ისრაელის საელჩოში შეჭრა სცადეს

იორდანიის სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც დედაქალაქ ამანში ს სალჩოსკენ მსვლელობით გადაადგილდებოდნენ და ბოლოს იქ შეჭრას შეეცადნენ. მომხდარზე საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამშაბათს, პროტესტის მესამე დღეს, იორდანიის დედაქალაქში 2000-ზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა. საპროტესტო გამოსვლის დროს, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. პოლიციამ ასობით დემონსტრანტი შეაკავა, რომლებიც ისრაელის საელჩოზე შტურმით თავდასხმას ცდილობდნენ.
„ოჰ „ჰამას“.. იორდანიის მთელი ხალხი შენთან დგას“! – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
იორდანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მშვიდობიანი საპორტესტო აქციები ნებადართულია, მაგრამ ძალადობა დაუშვებელია.
მას შემდეგ, რაც გასული წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასი“ ისრაელში სეიჭრა, 1200 ადამიანი მოკლა, 253 კი დაატყვევა და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. ომის შედეგად, „ჰამასის“ მიერ მართული ხაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 32 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული. -ისა და ათობით სხვა ქვეყნის მიერ, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
ომის მიმდინრეობისას, იორში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები იმართება. იორდანიის სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელთან, ძალზე არაპოპულარულია ბევრ იორდანელს შორის, რომლებიც ნორმალიზებას მათი პალესტინელი თანამემამულეების უფლებების ღალატად თვლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის